ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა



საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა, ლასლო ბარანიაიმ.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელების სამომავლო პერსპექტივაზე. საუბარი შეეხო საჯარო და კერძო სექტორში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას.

ნოდარ ხადურმა ლასლო ბარანიაის ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

EIB-ის მხარდაჭერით, საქართველოში ხორციელდება პროექტები საგზაო, წყლის ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკის სექტორში, აგრეთვე მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად ერთვება ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებითაც. დღეს, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ევროკომისიისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ერთობლივი ფინანსური პროგრამის „InnovFin – EU Finance for Innovators“ ფარგლებში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს ფინანსური დახმარების ის ინსტრუმენტები, რომლებიც ამ პროგრამის დახმარებით ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში არსებული ინოვაციური ბიზნესისთვის.

კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ შექმნილი ერთიანი მხარდაჭერის გეგმა ითვალისწინებს ინოვაციის დარგში მოქმედი მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების, ასევე, კვლევითი ინსტიტუტებისთვის მრავალფეროვანი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტების შეთავაზებას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

29მარტი დღე თვე წელი
2024 28.03 01.03 01.01
  28.03 28.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 446.21 418.2 1 577.3
შემოსულობები : 122.61 729.15 498.3
მ.შ გადასახადები :10.1
1 353.04 527.0
გადასახდელები : 91.11 669.5
5 597.9
ნაშთი ბოლოს : 1 477.8 1 477.81 477.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა