დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ახალი ფინანსთა მინისტრია



საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით და ახალ სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. დეპუტატების ხმები ასე გადანაწილდა - 110 მომხრე, 19 - წინააღმდეგი.

ახალ კაბინეტში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. მან პარლამენტარებს მომავალი საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. 

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა დედოლარიზაციაზე, რომელიც ნიშნავს ლარში სესხების ხელმისაწვდომობის ზრდას. აგრეთვე, გარკვეული ზღვრის ქვემოთ იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების მხოლოდ ლარში გაცემას. 

„დედოლარიზაციის მიმართულებით ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. მისი განცხადებით, ნაბიჯები ორი მიმართულებით იქნება გადადგმული - პირველი, შემსუბუქდება სოციალური წნეხი, რათა მათი განკარგვადი შემოსავალი გაუმჯობესდეს და მეორეც, საქართველოს ეკონომიკაში გაცემული სესხების უდიდესი ნაწილი ლარში გაიცეს და ამით სავალუტო რისკი რაც შეიძლება ნაკლები იყოს. ორივე ნაბიჯის მიზანია, იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები ლარში. 

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენი ეკონომიკა დაკრედიტებული იყოს ეროვნული ვალუტით და ნაკლებად იყოს დამოკიდებული ვალუტის რყევებზე,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე და მისი შევსების წყაროებზე. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პირველი ორი კვარტლის მონაცემით, 10.6%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ამავდროულად, მთავრობა წლის ბოლომდე ელოდება 1.6 მილიარდზე აშშ დოლარზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას, რაც საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე მეტი იქნება და დადებითი მაჩვენებელია.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ასევე შეეხო უცხოეთიდან ფულადი გზავნილების საკითხს, რომელიც ლარის გამყარების კიდევ ერთი მიმართულებაა. მისი თქმით, ამ კუთხით ტენდენცია დადებითია. ფულადი გზავნილები, ძირითადად, შემოდის რუსეთიდან, საბერძნეთიდან და სხვა მიმართულებებიდან. ბოლო სამი თვის განმავლობაში სახეზეა მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები, რაც ასევე დადებითად აისახება ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ორ ფაქტორზე, რომელიც ასევე მოქმედებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე. მისი თქმით, ბოლო პერიოდში კომერციულ ბანკებში შეინიშნება სამომხმარებლო სესხების 20%-იანი ზრდა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვა. „წელს ჩვენ ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვა გვაქვს და რა თქმა უნდა, შემდეგ წლებშიც აღნიშნული პოლიტიკა გაგრძელდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა. 

თავის გამოსვლაში, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მათ შორის, მან ყურადღება გაამახვილა ტურიზმისა და აღნიშნული სექტორიდან გენერირებად შემოსავალზე. 
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ტურიზმი ტრადიციული სექტორია და მიმდინარე წელს, აღნიშნული დარგი ქვეყნის ეკონომიკაში 2 მილიარდ აშშ დოლარს დააგენერირებს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს უცხოელი ვიზიტორების მოსაზიდად და აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მარკეტინგსა და პრომოციაზე, რომელთა დაფინანსებაც გაგრძელდება. 

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც ხორციელდება. მისი თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის გარეშე მიზნები, რომლებიც გაწერილია ტურიზმის სტრატეგიაში, ვერ იქნება მიღწეული. მათ შორის, ტურისტების სამიზნე რაოდენობა და აღნიშნული სექტორიდან მოსალოდნელი შემოსავალი. „ორივე მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიქნებით და ეს დადებითად აისახება ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, გაამახვილა ყურადღება ახალ საექსპორტო ბაზრებზე. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტოდ მოკლე პერიოდში მოახერხა და წარმატებით დაასრულა ჩინეთის მხარესთან მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამჟამად დაწყებულია შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები, რათა მომავალი წელს საქართველოში წარმოებული პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე შევიდეს. მათ შორის, ქართული სასურსათო პროდუქცია და აგრომრეწველობის პროდუქტები - ღვინო, სპირტი და აგრეთვე მინერალური წყლები. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით ძალიან კარგი ტენდენციებია - 2016 წელს საქართველო ჩინეთის ბაზარზე ხუთი მილიონი ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვას ელოდება, საბაჟო მოსაკრებლის (დაახლოებით 42 პროცენტი) გაუქმების შემდეგ კი საქართველოში წარმოებული სპირტიანი სასმელებთან მიმართებაში კარგი კონკურენტული უპირატესობა იქნება. 

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა DCFTA Facilitation-ის პროგრამაზე, რომელიც ევროკავშირმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის გამოყო. საუბარია, 50 მილიონი ევროს ეკვივალენტის ოდენობის თანხაზე. 

აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეწარმეებს, რათა მათ გადაიარაღონ საკუთარი წარმოება, დანერგონ ევროპული სტანდარტები და შესაბამისი გზით ნაწარმოები პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კრედიტები ლარში გაიცემა. გარდა ამისა, თანხა გულისხმობს სესხის ოდენობის 15 პროცენტის საგრანტო კომპონენტს, რომელსაც პროგრამაში მონაწილე მეწარმე მიიღებს. 

მან, ასევე, ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე გადაწყვეტილებებზე. მათ შორის, ადგილობრივ წარმოებაში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. 

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ აზიის ბაზრებთან იმისთვის, რომ ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა სწორედ საქართველოში მოხდეს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. მისი განცხადებით, დღეს საქართველოს მწარმოებელს გახსნილი აქვს მსოფლიოს მასშტაბით 3.7-მილიარდიანი ბაზარი. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უმსხვილეს კორპორაციებს ჩინეთის, მათ შორის, შანხაისა და სხვა რეგიონების სხვა რეგიონებიდან, რათა მათ სწორედ საქართველოში გადმოიტანონ საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები. მისი თქმით, აღნიშნული საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, რომ საკუთარი პროდუქცია ევროპასა და სხვა რეგიონების მიმართულებით გაიტანოს და ამით ქვეყანამ დამატებითი სავალუტო შემოსავალი მიიღოს. 

პარლამენტში გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. 

„ჩვენ, ღია ბაზრის პირობებში, მცირე ხელშეწყობით, ყველანაირი პროტექციონიზმის გარეშე, რაც არის თავისუფალი ბაზრისა და ეკონომიკის ძირითადი ამოსავალი წერტილი, მოვახერხეთ შეგვექმნა სტიმული, რათა ჩვენს მოქალაქეებს წარმოება საქართველოში დაეწყოთ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, - „შემიძლია, ადგილობრივი ნაწარმის ჩამონათვალი მოგცეთ, რომელმაც იმპორტი ჩაანაცვლა და ექსპორტზე გავიდა“.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა