ფინანსთა ახალი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უწყებაში მუშაობას შეუდგა



ფინანსთა მინისტრის რანგში დიმიტრი ქუმსიშვილმა პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან გამართა.

უწყების ახალი ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებს ოფიციალურად ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა წარუდგინა.

მან კოლეგებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და დიმიტრი ქუმსიშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ნოდარ ხადურს უწყების ხელმძღვანელობისთვის და განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, ჩაიბაროს ისეთი საპასუხისმგებლო ორგანიზაცია, როგორიც ფინანსთა სამინისტროა.

„დღეს, ჩემი პირველი სამუშაო დღეა ფინანსთა სამინისტროში. ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ. ხვალ, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს წარვადგენთ მთავრობაში, შემდგომ - საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ფინანსთა სამინისტრო, როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუტი გავლენას იქონიებს ქვეყნის სწრაფი განვითარების მიმართულებით, რისთვისაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ბრძანების შესაბამისად, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს დაეკისრა პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა