ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკის ლარიზაციის ღონისძიებებზე ისაუბრა



პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის ლარიზაციისკენაა მიმართული.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სრულად ასახავს საზოგადოების ინტერესებს და პირველ რიგში, მიმართულია სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისკენ. „ჩვენ, ეროვნულ ბანკთან ერთად, ვიმუშავეთ ლარიზაციის გეგმაზე, რომლის მიზანია, რომ ყველაზე კრიტიკული სესხები გალარდეს ისე, რომ არ დავაზიანოთ სასესხო ბაზარი,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კერძოდ, მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა არსებული კურსს მინუს 20 პუნქტით. (ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათასი ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია, გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში). ამ სესხებზე ეროვნული ბანკი აუქმებს წინასწარ დაფარვის საკომისიოს.

ამავე გეგმით, ახალი სესხების - 2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200 ათას ლარამდე - გაიცემა ეროვნულ ვალუტაში.

„ამ ნაბიჯით მთავრობა ერთჯერადად დაეხმარება ყველაზე დაზარალებულ ჯგუფს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ლარიზაციის შედეგად, შემცირდება ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე - დოლარზე და სავალუტო ცვლილებები ნაკლებ გავლენას იქონიებს ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ საკუთარი მიმდინარე ხარჯების მარტივად მართვა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა