კორეის რესპუბლიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაში შევიდა



საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება ამოქმედდა.

მისი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას, ასევე, გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდებას, რაც საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით მიიღწევა.

დოკუმენტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს.

კორეა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. საქსტატის მონაცემებით, იზრდება კორეის რესპუბლიკიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

2015-2016 (2016 წლის პირველი ნახევარი) წლებში ინვესტიციების მოცულობამ 61.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მონაცემები ასეთია: 2013 წელს - 75.3 მლნ აშშ დოლარი, 2014 წელს - 59.2 მლნ აშშ დოლარი, 2015 წელს - 53.1 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 10 თვის მონაცემებით 46.7 მლნ აშშ დოლარი.

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 53 ქვეყანასთან.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა