2016 წლის 1 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N6 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 8 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 110 330 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 7.400%, მაქსიმალური - 7.880%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.735%.