2017 წლის 8 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N7 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 52 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 6.990%, მაქსიმალური - 7.100%, ხოლო საშუალო შეწონილი 7,040%.