2016 წლის 15 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N9 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 25 040 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 10,750%, მაქსიმალური - 11,500%, ხოლო საშუალო შეწონილი 11,206%.