2017 წლის 7 მარტს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება:
2017 წლის 7 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს და 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.