2016 წლის 7 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N12 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 61 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 7,050%, მაქსიმალური - 7.200%, ხოლო საშუალო შეწონილი 7,128%.