დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა



პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ „JP Morgan“-ის, „Spinnaker“-ის, „BNP IP“-ის, „Bank of America Merril Lynch“-ის, „Danske Capital”-ის და “T.Rowe Price”-ის წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ მაჩვენებლებზე, ფისკალურ სტაბილურობაზე, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე, რომელიც მიმართულია ეკონომიკის ზრდის დასაჩქარებლად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ შეთანხმებაზე ახალი პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორი კორპორაციების წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებით. აღინიშნა, რომ ისინი უკვე ფლობენ საქართველოს ფასიან ქაღალდებს - ევრობონდებს. თუმცა, მათ ასევე გამოხატეს დაინტერესება მთავრობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

24 მარტი დღე თვე წელი
2017 23.03 01.03 01.01
  23.03 23.03
ნაშთი დასაწყისი : 684.6 660.7 704.1
შემოსულობები : 26.2 680.7 2 157.9
მ.შ გადასახადები : 24.5613.71 887.3
გადასახდელები : 33.8 664.32 185.0
ნაშთი ბოლოს : 677.0 677.0 677.0

* ციფრები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2017 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა