„ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგი ასახავს, რამდენად წინ არის წასული ჩვენი სახელმწიფო ბიზნესთან ურთიერთობაში



პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის (CELA) ორგანიზებით გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე „ინოვაციების როლი XXI საუკუნის საქართველოში“.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, ინოვაციური განვითარების კუთხით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება.

„საქართველო ნამდვილად ლიდერი ქვეყანაა ამ მიმართულებით. ჩვენ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს ამ კუთხით. აღვნიშნავ ერთ - „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგს“. შინაარსობრივად, ეს რეიტინგი ასახავს, რამდენად წინ არის წასული ჩვენი სახელმწიფო ბიზნესთან ურთიერთობაში, რამდენად ნაკლებ დროსა და თანხებს ხარჯავს ბიზნესი სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელია სტრუქტურული რეფორმების, საჯარო სექტორში ინოვაციების დანერგვის გარეშე. ჩვენ გვაქვს ასეთი ინოვაციური პროექტი და ესაა „ბიზნესსახლი“, რომლის დასრულების შემდეგ, 600-მდე სერვისი თავს მოიყრის ერთ ჭერქვეშ. ამავე დროს, შეიქმნება უნიკალური ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ჩვენს კერძო სექტორს ნებისმიერი მომსახურების ელექტრონულად მიღების შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსი დაარსდა 2002 წელს ამერიკელ ბიზნესმენთა ასოციაციის (SIBF) მიერ და ამ დროისათვის აერთიანებს 400-მდე ლიდერს კავკასიისა და შუა აზიის ცხრა ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ავღანეთი).

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

24 მარტი დღე თვე წელი
2017 23.03 01.03 01.01
  23.03 23.03
ნაშთი დასაწყისი : 684.6 660.7 704.1
შემოსულობები : 26.2 680.7 2 157.9
მ.შ გადასახადები : 24.5613.71 887.3
გადასახდელები : 33.8 664.32 185.0
ნაშთი ბოლოს : 677.0 677.0 677.0

* ციფრები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2017 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა