დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც ინვესტიციების განხორციელება არის სასურველი



პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „Business Information Agency-ის“ ორგანიზებით გამართულ ბიზნესფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები” მოხსენებით გამოვიდა.

თავის გამოსვლაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის მიმდინარეობაზე, ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობასა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლის მიღებაც ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად იგეგმება ან უკვე მიმდინარეობს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ბიზნესფორუმის ჩატარების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ ეს არის კარგი პლატფორმა, რათა საქართველო წარმოჩინდეს, როგორც ქვეყანა, სადაც ინვესტიციების განხორციელება არის სასურველი.

„ფორუმი კარგი საშუალებაა, რათა გაჟღერდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ძალიან მარტივია ბიზნესის დაწყება და კეთება. ქვეყანა, სადაც თქვენ გაქვთ მთავრობის ყველანაირი მხარდაჭერა და შექმნილია ბიზნესგარემო, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, რომ სწრაფად და მარტივად დაიწყოთ თქვენი ბიზნესი. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად გამოიარა 2014 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე რეგიონში არსებული კრიზისი და უკვე დღეს აქვს შესაძლებლობა, საკმაოდ გამართული შეხვდეს მომდევნო 3-4 წელიწადს იმისათვის, რომ როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში იყოს ერთერთი წარჩინებული ქვეყანა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე, იმ მიმართულებებზე, თუ როგორ განვითარდება საქართველო მომდევნო 4 წლის განმავლობაში და იმ შედეგებს, როგორ აისახება ისინი ქვეყნის კეთილდღეობაზე. „2016 წელს ჩვენ ამომრჩევლის წინაშე 4-პუნქტიანი გეგმით წარვდექით და ერთ-ერთი მსხვილი რეფორმა, რომლის გატარებასაც დავპირდით, უკვე შევასრულეთ. ჩვენ შევცვალეთ საგადასახადო კანონმდელობა. დღეს, საქართველოში მოგების გადასახადს კომპანიები მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდიან, თუკი აღნიშნული მოგება განაწილდება დივიდენდის სახით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა მომავალში კიდევ ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს ბიზნესის სიმარტივის, მისი წახალისებისა და მხარდაჭერის მიმართულებით როგორც საგადასახადო კუთხით, ისე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების სახით.
„ქვეყნის სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მივიღეთ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმიტ, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ძალიან ახლოსაა ქეინსის თეორიის იმ ნაწილთან, რომლის თანახმადაც, როდესაც ქვეყანას უჭირს, სახელმწიფომ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მოახდინოს კაპიტალური დანახარჯები, რათა რეგიონში არსებულ პრობლემებს წარმატებით გაართვას თავი.

გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე გამომდინარეობდა ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის გაძლიერების მოტივითაც. „ჩვენ ძალიან გვჭირდება ჩვენი სატრანზიტო პოტენციალისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და გაძლიერება. ჩვენ გვჭირდება ქვეყანა, რომლის რეგიონები ერთმანეთთან უკეთესად იქნებიან დაკავშირებული, მათ შორის მობილობა იქნება გაცილებით დიდი და სატრანზიტო პოტენციალი იქნება ბევრად მაღალი,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა აბრეშუმის გზის მარშრუტსა და მასში საქართველოს მონაწილეობაზე. „საბოლოო ჯამში, სატრანზიტო პოტენციალი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ინვესტიციების მოზიდვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ჩვენ ვართ გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ ვართ უნიკალური ქვეყანა, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს აზიას ევროპასთან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ჩინეთთან, ისე ევროპასთან,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ აღნიშნული პოტენციალის უკეთ ათვისებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს.

„ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქვეყანაში ინვესტიციების მიმზიდველობას განაპირობებს, მცოდნე მუშახელია. „Skill Force“ - როგორც ეძახიან მას ინგლისურად. სწორედ ამ მიმართულებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგმავს მომდევნო წლებში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა სახელმწიფოს მხრიდან დახარჯული რესურსები იმ მოთხოვნების შესაბამისი იყოს, რაც კერძო სექტორს აქვს. „რეალურად ჩვენ ჩვენი რესურსი, ჩვენი თანხები, ჩვენი ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ სწორედ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ღია საჯარო მმართველობა ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. შემდეგი რეფორმა, რომელსაც განვახორციელებთ, იქნება ბიზნესსახლი. ასევე მომზადდება მისი მხარდამჭერი პორტალი - ელექტრონული სივრცე, სადაც კერძო სექტორი მიიღებს 600-ზე მეტ სერვისს ერთ პორტალზე, ისევე ბიზნესსახლში, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი განცხადებით, „ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც იძლევა მთავრობის ზომის შემცირების რეალურ შანსს, იძლევა სწორ გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ ჩვენ საუკეთესო სერვისები მივაწოდოთ კერძო სექტორს და ამავდროულად, მოვახერხოთ ყოველივე ამის სწორი ადმინისტრირება.“

მისი თქმით, ბიზნესსახლი კიდევ ერთი უნიკალური სერვისი იქნება გაწეული ინვესტორებისათვის, იმ ხალხისთვის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მისიის დონეზე, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ახალი პროგრამის დაწყებაზე, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ სავალუტო ფონდთან მიღწეული პროგრამა, პრაქტიკულად, ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმაა. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავალუტო ფონდი და საერთაშორისო თანამეგობრობა სრულიად უჭერს მხარს იმ რეფორმებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანში ტარდება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებსა და მათი იმპლემენტაციის ღონისძიებებზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა დეპოზიტების დაზღვევის რეფორმაზე, რომლის განხილვაც, მისი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში უკვე მიმდინარე კვირას დაიწყება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმად დაასახელა კერძო და საჯარო პარტნიორობის კანონის მიღება, რომლის შესაბამისადაც, უკვე მომავალი წლიდან ყველა შესაბამისი სტრუქტურა ამოქმედდება.

„ჩვენ საპენსიო რეფორმის კანონზე მუშაობას მიმდინარე წელს დავასრულებთ, მომავლი წლიდან კი მუშაობას დაიწყებს ყველა სათანადო სტრუქტურა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება გადახდისუუნარობის კანონზე. „ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს მყარი გადაწყვეტილება, რათა მასზე მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდეს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, „ყველა ამ სტრუქტურული რეფორმის განხორციელების შემდეგ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა გაიზრდება“.

ფორუმზე, ასევე, მოხსენებები გააკეთეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, აგრეთვე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა, საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ და სხვა სპიკერებმა.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ადგილობრივი და უცხოური ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

24 მარტი დღე თვე წელი
2017 23.03 01.03 01.01
  23.03 23.03
ნაშთი დასაწყისი : 684.6 660.7 704.1
შემოსულობები : 26.2 680.7 2 157.9
მ.შ გადასახადები : 24.5613.71 887.3
გადასახდელები : 33.8 664.32 185.0
ნაშთი ბოლოს : 677.0 677.0 677.0

* ციფრები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2017 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა