2017 წლის 5 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N15 აუქციონზე გაიყიდა 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 78 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 7,300%, მაქსიმალური - 7.680%, ხოლო საშუალო შეწონილი 7,654%.