დიმიტრი ქუმსიშვილი: ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაცია (OPIC) მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს საინვესტიციო ლიმიტს



ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, დევ იაგადესანთან (Dev Jagadesan).

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, OPIC-ის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტების მიმდინარეობა და პოტენციური პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციაში. ესაა ორგანიზაცია, რომელიც 1995 წლიდან მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებულია 500 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული ორგანიზაციაში - ისინი მნიშვნელოვნად ზრდიან ქვეყნის საინვესტიციო ლიმიტს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შესაძლებელი იქნება ახალი, უფრო დიდი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„საქართველოსთან საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენ მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს ჩვენი საქმიანობის გაფართოების და ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მხრივ თქვენს ქვეყანაში. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაცია ხედავს უდიდეს შესაძლებლობებს თქვენი ქვეყნის განვითარებაში ჩართულობის მიმართულებით და მზადაა მომავალში უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელოს. ჩვენ ვგეგმავთ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი პორტფელი და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია განხორციელდეს თქვენს ქვეყანაში. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაცია გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან“, - აღნიშნა OPIC-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დევ იაგადესანმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს, მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც OPIC-მა სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის აღმოუჩინა ქვეყანას, მათ შორისაა, ფინანსური სექტორი, ტურიზმი, ჯანმრთელობის დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, სამთო მრეწველობა, უძრავი ქონება, ენერგეტიკის სფერო, საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა.

შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა OPIC-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელსა და აღმასრულებელ დირექტორს გააცნო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები, აგრეთვე, მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები.

შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის როლსა და მნიშვნელობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისაა ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში (18 მლნ აშშ დოლარი); GMT სასტუმროების ქსელი (29 მლნ აშშ დოლარი) „ვენდის“ რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით (18.9 მლნ აშშ დოლარი); სს საქართველოს ბანკი - 30 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის და სხვა.

შეხვედრას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

29მარტი დღე თვე წელი
2024 28.03 01.03 01.01
  28.03 28.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 446.21 418.2 1 577.3
შემოსულობები : 122.61 729.15 498.3
მ.შ გადასახადები :10.1
1 353.04 527.0
გადასახდელები : 91.11 669.5
5 597.9
ნაშთი ბოლოს : 1 477.8 1 477.81 477.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა