მსოფლიო ბანკისგან ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 100 მლნ აშშ დოლარის ჩარიცხვას ველოდებით



„ყველა რეფორმა, რომელთა განხორციელებასაც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის შეთანხმება ითვალისწინებდა, წარმატებით შესრულდა, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან შეხვედრის შემდეგ.

პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს, რომლის დროსაც საქართველოს მაკროეკონომიკურ საკითხებისა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ შეხვედრებს მართავს როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, ისე კერძო ინვესტორებთან.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, განვლილი პროგრამების შედეგები და ახლის ძირითადი მიმართულებები მსოფლიო ბანკის საბჭოს შეკრებაზე განიხილება, რომელიც მიმდინარე თვის ბოლომდე გაიმართება.

„მთავრობის რეფორმების მხარდასაჭერად, ჩვენ ძალიან მალე ველოდებით 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო დახმარების ჩარიცხვას მსოფლიო ბანკისგან. ამავე დროს, აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტიდან ზაფხულის მეორე ნახევარშიც ამდენივეს მიღებაა განსაზღვრული,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ასევე, მოხდა შეთანხმება თანამშრომლობის ახალ ჩარჩო შეთანხმებაზე, რომელშიც დეტალურად გაიწერება მსოფლიო ბანკთან მუშაობის მომდევნო სამწლიანი პერიოდი.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

29მარტი დღე თვე წელი
2024 28.03 01.03 01.01
  28.03 28.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 446.21 418.2 1 577.3
შემოსულობები : 122.61 729.15 498.3
მ.შ გადასახადები :10.1
1 353.04 527.0
გადასახდელები : 91.11 669.5
5 597.9
ნაშთი ბოლოს : 1 477.8 1 477.81 477.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა