დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა



საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დიმიტრის ციცარაგოსმა (Dimitris Tsitsiragos) შეხვედრაზე, რომელიც აშშ-ში დიმიტრი ქუმსიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ აღნიშნული კორპორაციის მმართველი დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ტომაშ ტელმა და ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა იმ პოზიტიურ მაკროეკონომიკურ ტენდენციებს, რომელიც 2017 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში განვითარდა. კერძოდ, აღნიშნა, რომ ზრდაა ყველა ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებელში, მათ შორის, ეკონიმიკურმა ზრდამ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 4.8 პროცენტი შეადგინა, პირველ კვარტალში ექსპორტი გაიზარდა 30 პროცენტით, ტურიზმი - 23 პროცენტით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებთან ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები, რომლებმაც საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დაჩქარება უნდა განაპირობოს.

კორპორაციის ხელმძღვანელმა პირებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე რეფორმების შესახებ. აღინიშნა, რომ IFC, როგორც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი ორგანიზაცია, ყოველთვის უწევდა მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის რეფორმებს, რომლებიც ეკონომიკური განვითარებისკენაა მიმართული. მათ აღნიშნეს, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია გეგმავს საქართველოში მიმდინარე ლარიზაციის რეფორმის მნიშვნელოვან მხარდაჭერას.

აღნიშნული კორპორაცია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი დონორია. 1995 წლიდან დღემდე, რაც საქართველო აღნიშნული ორგანიზაციის წევრი გახდა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ ქვეყნის კერძო სექტორში 1,64 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

კერძოდ, დაფინანსდა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა საფინანსო სექტორი, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ჯანდაცვის სფერო, ინფრასტრუქტურა. ამასთან, კორპორაცია საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს ტექნიკური დახმარების სახით.



სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

29მარტი დღე თვე წელი
2024 28.03 01.03 01.01
  28.03 28.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 446.21 418.2 1 577.3
შემოსულობები : 122.61 729.15 498.3
მ.შ გადასახადები :10.1
1 353.04 527.0
გადასახდელები : 91.11 669.5
5 597.9
ნაშთი ბოლოს : 1 477.8 1 477.81 477.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა