დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, გაზარდოს ისტორიული როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში



„საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი და გაზარდოს და განავითაროს თავისი ისტორიული როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, საქართველო ისტორიულად იყო და არის აბრეშუმის გზის ნაწილი და უმოკლესი გზა ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით. 

შეხვედრა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა. მას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური. 

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  საქართველო გამოხატავს დიდ ინტერესს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის „სარტყელი და გზა“ მიმართ, რომელიც ხელს უწყობს ძველი აბრეშუმის გზის აღდგენას. 

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის. მაგალითად, მან მოიყვანა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა - რეაბილიტაცია, რკინიგზის მოდერნიზაციისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტები. 

“აბრეშუმის გზა არ არის მხოლოდ ვაჭრობა. ეს არის უფრო მეტი. ეს არის კულტურული გაცვლა, ხალხთა შორის ურთიერთობა, გაუმჯობესებული ცხოვრების პირობა ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. როგორც გაცხადებული იყო, ეს არის „მოგება მოგებისთვის“ პროექტი, როდესაც ყველამ უნდა ისარგებლოს ამ პროექტით და სარგებელი მიიღოს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და ის რეფორმები, რომლებიც ხორციელდება და დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის. 

ჩინეთსა და საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიური მაჩვენებლები. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია ბრუნვის მიხედვითა და ასევე მე-3 უდიდესი საექსპორტო ბაზარი. დიმიტრი ქუმსიშვილმა ექსპორტის ზრდის სანიმუშო მაგალითად მოიყვანა ქართული ღვინო, რომელმაც ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა. ამჟამად დაახლოებით 40 ქართული ღვინის სახლი, რესტორანი და მაღაზია ყიდის ქართულ ღვინოს ჩინეთში. 2016 წელს ღვინის ექსპორტმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 98 პროცენტი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ჩინეთი მოცულობით მესამე, ღირებულებით კი სიდიდით მეორე საექსპორტო ბაზარია საქართველოსთვის.   „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩვენ მივეცით მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც ქართულ, ისე ჩინურ ბიზნესს, რომ ჩვენი ქვეყნები არის გახსნილი ინვესტიციებისთვის, ვაჭრობისთვის და ხალხთა მეგობრობისთვის,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

29მარტი დღე თვე წელი
2024 28.03 01.03 01.01
  28.03 28.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 446.21 418.2 1 577.3
შემოსულობები : 122.61 729.15 498.3
მ.შ გადასახადები :10.1
1 353.04 527.0
გადასახდელები : 91.11 669.5
5 597.9
ნაშთი ბოლოს : 1 477.8 1 477.81 477.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა