დიმიტრი ქუმსიშვილი: „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ცენტრალური სატრანსპორტო დერეფანი უმოკლესია



„ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ცენტრალური კორიდორის მთავარი უპირატესობებია: კონკურენტული ფასი, ტრანსპორტირების ყველაზე მოკლე დრო და უსაფრთხოება, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან შეხვედრისას. მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა საქართველო დაასახელა ე.წ. ცენტრალური ან შუა სატრანსპორტო კორიდორში, რასაც განვითარება ესაჭიროება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უახლოესი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა მილიარდობით დოლარის დახარჯვას გეგმავს ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროექტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

შეხვედრაზე დაისვა ცენტრალური ჩინეთის პროვინციებიდან საკონტეინერო სახმელეთო გადაზიდვებისთვის, ახალი აბრეშუმის გზის ცენტრალური სატრანსპორტო დერეფნის გამოყენების შესაძლებლობის საკითხი.

ითქვა, რომ ამ მიმართულებით ჩინეთიდან ევროპაში შესაძლებელია ტვირთის 12 – 14 დღეში გადატანა. ასევე აღინიშნა, რომ 2017 წელს ჩინეთის ჯანგსუს პროვინციიდან საქართველოს რკინიგზას 30 საკონტეინერო შემადგენლობა გაივლის.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

15აპრილი დღე თვე წელი
2024 12.04 01.04 01.01
  12.04 12.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 760.72 140.1 1 577.3
შემოსულობები : 90.7713.07 029.5
მ.შ გადასახადები :85.9
620.55 832.9
გადასახდელები : 67.61 069.3
6 823.0
ნაშთი ბოლოს : 1 783.8 1 783.81 783.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა