დიმიტრი ქუმსიშვილი: ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა არის მშვიდობის გზა და დაფუძნებულია მოგება-მოგების თანამშრომლობის პრინციპზე



ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ანჰუის პროვინციის ქალაქ ჰეფეიში „ცენტრალური ჩინეთის ექსპო 2017”- ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და მოხსენებით გამოვიდა.

თავის სიტყვაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ შესახებ და საქართველოს როლზე ამ პროცესში.

„სრულად ვეთანხმები შეხედულებას, რომ ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა არის მშვიდობის გზა და დაფუძნებულია მოგება-მოგების თანამშრომლობის პრინციპებზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან აღნიშნა, რომ მათი განხორციელებით, შესაძლებელია ერთი სარტყელი - ერთი გზის გასწვრივ არსებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყოველწიურად იზრდება. მისი თქმით, ამ დინამიკას ხელს შეუწყობს პეკინში 15 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ, რომელიც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ურთიერთობების განვითარებისთვის.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში მოხდეს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც დააკავშირებს „ახალი აბრეშუმის გზის“ ქვეყნებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა 4 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რაც ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას, რკინიგზის მოდერნიზების პროექტსა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც იქნება რეგიონული მნიშვნელობის ლოგისტიკური ჰაბი.

თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ცენტრალური დერეფნის მიმართულებით, რომელიც საქართველოზე გადის, ტვირთის გადაზიდვა არის ბევრად უფრო უსაფრთხო, დროის თვალსაზრისით მომგებიანი და სხვა მარშრუტებთან კონკურენტუნარიანი.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

17აპრილი დღე თვე წელი
2024 16.04 01.04 01.01
  16.04 16.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 137.92 140.1 1 577.3
შემოსულობები : 153.91 245.37 561.7
მ.შ გადასახადები :150.8
1 135.96 348.2
გადასახდელები : 67.61 161.1
6 914.8
ნაშთი ბოლოს : 2 224.2 2 224.22 224.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა