ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ოფიციალური საჯარო გახსნა



2017 წლის 21 ივნისს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური საჯარო გახსნა გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ოფიციალურ საჯარო გახსნაზე განხილული იყო სამსახურთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: სამსახურთან დაკავშირებული ძირითადი უპირატესობები და გამოწვევები; სამსახურის ძირითადი ფუნქციები და მიღწეული შედეგები; საერთაშორისო თანამშრომლობა;  სამსახურის საინფორმაციო რესურსები და მისი მნიშვნელობა ბიზნესისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარე ბისათვის და სხვ.

თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის რეფორმის წარმატებით განხორციელება დაკავშირებულია კორპორატიული მართვის და სააღრიცხვო დისციპლინისა და ანგარიშგების საანდოობის ხარისხის ამაღლებასთან, კაპიტალური და ფინანსური ბაზრების განვითარებასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან.

„აღნიშნული რეფორმის განხორციელებით მოგებული დარჩება საწარმო, რომელსაც ექნება სანდო და გამჭირვალე ანგარიშგება, აუდიტორი, რომელიც მაღალპროფესიულ დონეზე შეასრულებს სამუშაოს, ბიზნესი, რომელსაც უკეთ ეცოდინება თავისი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და სწორად დაგეგმავს სამომავლო პერსპექტივას, ინვესტორი, რომელიც უფრო თამამად ჩადებს ინვესტიციებს ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, რეფორმის შედეგები ხელშესახები იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა.

„ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეფორმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ მივიღეთ შესაბამისი კანონი და ჩამოვაყალიბეთ ზედამხედველობის სამსახური. აღნიშნული რეფორმა ორიენტირებულია არა მხოლოდ ზოგადად აუდიტორული მომსახურების ხარისხზე, არამედ ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ. მისი განცხადებით, „აღნიშნული რეფორმის გარეშე წარმოდგენელია კაპიტალის ბაზრის განვითარება. გარდა ამისა, რეფორმა ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორში გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას და რისკების შემცირებას, რაც ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“.  

“ჩვენ ვაფასებთ იმ მნიშნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დაარსების მიმართულებით გადადგა. ეს გახლავთ საქართველოს მიერ მსოფლიო ბანკის 2015 წლის ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის ROSC ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების დანერგვაში წინსვლის მკაფიო მანიშნებელი. ჩვენ მოველით, რომ ეს რეფორმა და ახალი ანგარიშგების ჩარჩო რეალურ სარგებელს მოუტანს საქართველოს, ვინაიდან მაღალხარისხიანი ფინანსური ინფორმაცია კარგი საინვესტიციო კლიმატისაგან განუყოფელია და წინ უძღვის ეკონომიკურ ზრდას, გამჭვირვალობას და ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ნდობას,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჯარეტ დეკერმა.

ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური 2016 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. აღნიშნული უწყების ხელმძღვანელმა იური დოლიძემ ვრცლად ისაუბრა როგორც აუდიტისა და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროს რეფორმაზე, ასევე შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საზედამხედველო სისტემის მეშვეობით აუდიტორებსა და აუდიტორულ ფირმებზე, პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობაზე ზედამხედველობას, აგრეთვე ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის სავალდებულო საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა ნორმების ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებასა და  ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობას, პროფესიული განათლების სტანდარტების დადგენას, სასწავლო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესების აღიარებასა და მონიტორინგს, ასევე, სუბიექტების ფინანსური და მმართველობითი მონაცემების შემცველი საიმედო საინფორმაციო რესურსის (ანგარიშგების საჯარო ელექტრონული პორტალის) შექმნას.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიქმნა „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ კანონის“ შესაბამისად, რომელიც ადგენს სტანდარტებს და მოთხოვნებს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის, ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის  მოთხოვნებთან მიახლოების მიზნით.

აღნიშნული კანონის მიზანია, სახელმწიფო დონეზე მოწესრიგდეს ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების სფერო და გაძლიერდეს  აუდიტის პროფესიაზე ზედამხედველობა.

  

 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა