დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო



დღეს, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების, „ამბასადორიალი 2017-ის“ ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე დიპლომატებს, საქართველოს საპატიო კონსულებს საზღვარგარეთ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ტენდენციებს გააცნო.

როგორც მან აღნიშნა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და იძლევა შესაძლებლობას, შეჯამდეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები.

„ეს არის შეხვედრა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, შევაჯამოთ ჩვენი ეკონომიკის 6 თვის შედეგები, ასევე, ვისაუბროთ იმ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, განვიხილოთ სამომავლო პერსპექტივა, კონკრეტული ნაბიჯები ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის წახალისებისა და ხელშეწყობის მიმართულებით. შესაბამისად, ვიმსჯელოთ იმ ძირითად გზავნილებზე, რომლებზეც ჩვენმა ელჩებმა უკვე იმ ქვეყნებში დაბრუნებისას უნდა ისაუბრონ, სადაც ისინი მსახურობენ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და არის კონკრეტული შედეგები, ქვეყნები, საიდანაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები შემოდის.

„გარდა ამისა, დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, წარმოდგენილია ახალი მოდელი, რომელშიც საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, საპარტნიორო ფონდი ახლებურად უდგებიან ექსპორტის წახალისებას, ინვესტიციების მოზიდვას. შესაბამისად, ამ მიმართულებამ უნდა იმუშაოს. საელჩოების ჩართვა, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათი შესაძლებლობისა და პოტენციალის სრულად გამოყენებამ ხელი უნდა შეუწყოს როგორც ინვესტიციების, ისე ექსპორტის ზრდას,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ამბასადორიალი 2017-ის“ ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის თემაზე კონფერენცია წელს პირველად გაიმართა.

კონფერენცია საწარმო „ჯეოკეპში“ ჩატარდა და დაეთმო პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ქართული ექსპორტის ხელშეწყობის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საკითხებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა