საქართველოს EBRD-ს პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი ეწვია



საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო სტუმარს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან. გარდა ამისა, EBRD-ს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ინვესტორთა საბჭოს სხდომაში. აღნიშნული არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსადა საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად. რაც შეეხება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ის აღნიშნული საბჭოს მხარდამჭერია, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმია გაფორმებული.

აღსანიშნავია, რომ EBRD საქართველოში საინვესტიციო პროექტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია, რომლის კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპზე EBRD-ს დაფინანსება საქართველოში შეადგენს დაახლოებით 3 მილიარდ ევროს, საიდანაც დაახლოებით 91 პროცენტი შეადგენს კერძო სექტორში დაფინანსებას მხოლოდ 2016 წელს ბანკმა საქართველოში 250 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა