დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ს პრეზიდენტ სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა



საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქმიანობაზე ისაუბრეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ შეხვედრაზე, რომელიც EBRD-ს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი ფრანსის მალიჟი, EBRD-ს რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა, მიმდინარე და სამომავლო პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ საქართველოსთან მიმართებაში ბანკის სტრატეგია თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეფორმებს EBRD-ს სახით ასეთი სერიოზული მხარდამჭერი ჰყავს და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და EBRD-ს შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, ისაუბრეს კაპიტალის ბაზრისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ცალკეული მიმართულებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ EBRD საქართველოში საინვესტიციო პროექტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია, რომლის კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპზე EBRD-ს დაფინანსება საქართველოში შეადგენს დაახლოებით 3 მილიარდ ევროს, საიდანაც დაახლოებით 91 პროცენტი შეადგენს კერძო სექტორში დაფინანსებას მხოლოდ 2016 წელს ბანკმა საქართველოში 250 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა