დიმიტრი ქუმსიშვილი OECD-ის წარმომადგენელს შეხვდა



პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის რეგიონის ხელმძღვანელს ბილ თომპსონს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და ლაშა ხუციშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და OECD-ის პარტნიორობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომელსაც OECD საქართველოსთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორის, საგადასახადო მიმართულებით. აგრეთვე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიზანსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს და რეგიონში ლიდერის პოზიციას საგადასახადო და ანტიკორუფციული მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის განვითარებისა და პერსპექტიული მიმართულებების გამოვლენის თაობაზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

23 იანვარი დღე თვე წელი
2018 22.01 01.01 01.01
  22.01 22.01
ნაშთი დასაწყისი : 940.1 558.0 558.0
შემოსულობები : 38.7900.2 900.2
მ.შ გადასახადები :36.7607.7607.7
გადასახდელები : 27.8 507.1507.1
ნაშთი ბოლოს : 951.1 951.1951.1

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<იანვარი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2018 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა

სპეციალური ანგარიში