დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი ბრიტანული საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა



პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბრიტანული საინვესტიციო ფონდის CapEthica Investment Fund (CIF) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ისაუბრა მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე, აგრეთვე გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო კონკრეტული საინვესტიციო პროექტები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ CapEthica Investment Fund-ი საქართველოში მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. როგორც უცხოელმა სტუმრებმა განაცხადეს, საერთაშორისო ბიზნეს წრეებში იზრდება ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც გამოწვეულია ქვეყნის სწორი ეკონომიკური პოლიტიკითა და მიმდინარე წარმატებული რეფორმებით.
შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

17აპრილი დღე თვე წელი
2024 16.04 01.04 01.01
  16.04 16.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 137.92 140.1 1 577.3
შემოსულობები : 153.91 245.37 561.7
მ.შ გადასახადები :150.8
1 135.96 348.2
გადასახდელები : 67.61 161.1
6 914.8
ნაშთი ბოლოს : 2 224.2 2 224.22 224.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა