2017 წლის 13 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N40 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 46 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 7.090%, მაქსიმალური - 7.160%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.119%.