2017 წლის 13 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N41 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 61 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 7.350%, მაქსიმალური - 7.420%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.395%.