დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა



აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა გამართა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტთან ჯინ ლიქუინთან (Jin Liquin). შეხვედრა აშშ-ის ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
  
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის, სივრცით რეფორმაზე, რომელიც საქართველოში მასშტაბური სატრანზიტო და ტურისტული საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის და საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემლის დაჩქარებული მშენებლობის ხარჯზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს პროგნოზირებულზე მეტად იზრდება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო ინფორმაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ. პროგრამა ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის პრიორიტეტებს. სწორედ აღნიშნული გეგმის თანახმად, 2018-2021 წლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში, რომელმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სექტორში, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის რეგიონების და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარებით. აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია საქართველოში უკვე მონაწილეობს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტში. თუმცა ინტერესი მას სხვა პროექტების მიმართაც აქვს.

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს მომავალშიც გაგრძელდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა