ვიტორ გასპარი: საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს



საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ვიტორ გასპარმა პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ქართულ დელეგაციასთან შედგა ნაყოფიერი შეხვედრა. „ ვისაუბრეთ საქართველოს მიერ ბოლო 6 თვის განმალობაში მიღწეულ პროგრესზე, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია. საკმაოდ კარგი შედეგებია საგადასახადო პოლიტიკასა და შემოსავლების ადმინისტრირებაში. საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ ამგვარ პროგრამას ბევრი ქვეყანა ახორციელებს. ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო ძალიან მნიშვნელოვან სემინარში „ტრანსფორმირებადი საგადასახადო სისტემა განვითარებად ქვეყნებში: საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგია“. ამგვარი სემინარების მიზანია, ქვეყნებმა ერთმანეთის გამოცდილებაზე ისწავლონ საგადასახადო პოლიტიკის უკეთ მართვა. ამ ფორუმზე საქართველო ძალიან ხშირად სამაგალითო ქვეყნად დაასახელეს“ - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ვიტორ გასპარმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

17აპრილი დღე თვე წელი
2024 16.04 01.04 01.01
  16.04 16.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 137.92 140.1 1 577.3
შემოსულობები : 153.91 245.37 561.7
მ.შ გადასახადები :150.8
1 135.96 348.2
გადასახდელები : 67.61 161.1
6 914.8
ნაშთი ბოლოს : 2 224.2 2 224.22 224.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა