2017 წლის 8 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N50 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 37 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.300%, მაქსიმალური - 7.340%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.327%.