ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში ფრანსუა პეშოს შეხვდა



2017 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში ფრანსუა პეშოს შეხვდა 

შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის მიმართულებები, სსფ-ის პროგრამა, რომელიც სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას.

ასევე, განიხილეს 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა და მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები.  ხაზი გაესვა ინსტიტუციური რეფორმების, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით სსფ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები. 

როგორც ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობისა და მისი რეფორმების აქტიური მხარდამჭერია და ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ფრანსუა პეშოს განცხადებით, საქართველოსთან მიმდინარე პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას. 

როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კონსერვატიული - 3,5 პროცენტიდან 4.3 პროცენტამდე გაზარდა. 

მომავალ წელს, სსფ-მა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ კონსერვატიული პროგნოზით - 4.2 პროცენტზე დაგეგმა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პროგნოზს  - 2017 წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი - 4,5 პროცენტი იქნება. 

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა. 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა