მამუკა ბახტაძე - საქართველომ მჭიდროდ დაიმკვიდრა ადგილი იმ კონცეფციაში, რასაც აბრეშუმის თანამედროვე გზა ეწოდება



საქართველომ მჭიდროდ დაიმკვიდრა ადგილი იმ კონცეფციაში, რასაც აბრეშუმის თანამედროვე გზა ეწოდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე, როცა თბილისში ”აბრეშუმის გზის ფორუმი” იმართება, ამის ნათელი დადასტურებაა.

"დღევანდელ ფორუმში მონაწილეობს 2000-ზე მეტი დელეგატი, რაც გახლავთ უნიკალური მოვლენა. თქვენ ვერ ნახავთ კომპანიას, სერიოზულ მოთამაშეს აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანში, რომ არ მონაწილეობდეს ამ ფორუმში. ვფიქრობ, რომ ეს ფორუმი საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ძალიან კონკრეტული უპირატესობები. გაფორმდება რამდენიმე კონტრაქტი, მათ შორისაა ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი, რომელსაც აფორმებს ანაკლიის კონსორციუმი. მინდა გამოვყო ხელშეკრულება თანამშრომლობაზე ყველაზე მსხვილ საკონტეინერო გადამზიდავ ჩინურ კომპანიასა და ”საქართველოს რკინიგზას” შორის. ზოგადად, რა თქმა უნდა, აღნიშნული პლატფორმა საშუალებას მოგვცემს უკეთესად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალი. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ძალიან დიდ თანხებს დებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მინდა აღვნიშნო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ”საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში და სხვა",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ჩვენ არაერთხელ ავიღნიშნეთ ის, რომ საქართველოსთვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება გახლავთ აბსოლუტური პრიორიტეტი. რაც შეეხება საქართველოზე გამავალ მეორე სარკინიგზო მიმართულებას, ეს უბრალოდ საშუალებას მოგვცემს მეტი სინერგია შევძინოთ ამ მიმართულებას. თქვენ თუ მოუსმენთ მოსაზრებებს, რომელსაც აფიქსირებენ ექსპერტები ამ საკითხთან დაკავშირებით, ნათლად ჩანს, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთს პირიქით, დაეხმარება, შექმნის სინერგიას და ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევს",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

11 დეკემბერი დღე თვე წელი
2017 08.12 01.12 01.01
  08.12 08.12
ნაშთი დასაწყისი : 1 219.7 1 129.0 704.1
შემოსულობები : 40.5238.1 10 661.8
მ.შ გადასახადები :39.1203.78 403.4
გადასახდელები : 99.8 206.710 205.6
ნაშთი ბოლოს : 1 160.4 1 160.41 160.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2018 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა