მსოფლიო ბანკი განაგრძობს საქართველოს დახმარებას მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის განახლების მიმართულებით



აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესებისთვის მსოფლიო ბანკმა დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო.

2017 წლის 4 დეკემბერს, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსების“ შესახებ.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.

პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 16.9 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსით, ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად გათვალისწინებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის ჩუმათელეთიდან ხევამდე, დაახლოებით, 11 კილომეტრიან მონაკვეთზე არსებული ორზოლიანი გზის გაუმჯობესება ოთხზოლიან მაგისტრალად.
სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

11 დეკემბერი დღე თვე წელი
2017 08.12 01.12 01.01
  08.12 08.12
ნაშთი დასაწყისი : 1 219.7 1 129.0 704.1
შემოსულობები : 40.5238.1 10 661.8
მ.შ გადასახადები :39.1203.78 403.4
გადასახდელები : 99.8 206.710 205.6
ნაშთი ბოლოს : 1 160.4 1 160.41 160.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2018 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა