2017 წლის 6 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N52 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 57 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 6,960%, მაქსიმალური - 7.050%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.005%.