გიორგი კაკაურიძე: ბიუროკრატული ხარჯების შემცირების ზუსტი მოცულობა 3 თვის შემდეგ გახდება ცნობილი



ბიუროკრატული ხარჯების შემცირების ზუსტი მოცულობა რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ დაზუსტდება - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით, ეს პროცესი 2018 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებები ასახულია მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში თანხებიც და დასაქმებულების რაოდენობაც გადანაწილებულია იმის მიხედვით, თუ რომელი სამინისტრო გაერთიანდა და რომელი ფუნქციებიც სად გადავიდა. აღსანიშნავია, რომ არ შემცირებულა არც დასაქმებულთა და არც თანხების მოცულობა. როგორც კი საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს სტრუქტურულ ცვლილებებს და ახალი ხელმძღვანელები დაიწყებენ მუშაობას, გამოცხადდება რეორგანიზაცია და ოპტიმიზაციის პროცესი და მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება ზუსტი დათვლა რა თანხის ეკონომია მოხდა აღნიშნული სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებს ექნება არა ერთჯერადი ეკონომიის ეფექტი, არამედ ადმინისტრაციული ხარჯები მომავალ წლებშიც მუდმივად შემცირებული იქნება.

მისი თქმით, ბიუროკრატული ხარჯების შემცირებით მიღებული გამოთავისუფლებული თანხები დაემატება შესაბამისი სამინისტროების იმ პროგრამებს, რომელზედაც დამატებითი მოთხოვნები იყო დაყენებული.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

20 თებერვალი დღე თვე წელი
2018 19.02 01.02 01.01
  19.02 19.02
ნაშთი დასაწყისი : 858.9 791.0 558.0
შემოსულობები : 28.9505.1 1 609.2
მ.შ გადასახადები :24.1424.31 225.2
გადასახდელები : 36.2 444.61 315.5
ნაშთი ბოლოს : 851.6 851.6851.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<თებერვალი>
ორსაოთხუპაშაკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627281234
567891011

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2018 წლის ბიუჯეტი

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა

სპეციალური ანგარიში