ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა



ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შეხვდა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

 

ფინანსთა მინისტრმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, საუბარი შეეხო  საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულებას, განსაკუთრებით იმ ფაქტს, რომ სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიმოხილვის დასრულებას  ფორმალური სხდომის ჩატარების გარეშე დაუჭირა მხარი.  მთავარი გზავნილი ამ დოკუმენტით არის ის, რომ საქართველოს მთვრობის განვითარების ოთხპუნქტიან გეგმას აქვს სრული მხარდაჭერა ფონდის მხრიდან.

 

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა მინისტრს გააცნო მათი ოფისის მიერ მხარდაჭერილი პროგრამები და ის მიმართულებები, რასაც საშუალოვადიან პერსპექტივაშიც გააგრძელებენ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მხარდაჭერით  „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის“ პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომლის მიზანია, გაუმჯობესდეს სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება და სასწავლო გარემო, მიღწეულ იქნეს ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მიმართ.  

 

ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბანკის ჩართულობა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით.  

 

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა