ბენჩმარკ ბონდების ემისიის კალენდარი 2018 წლისთვის



საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2018 წლიდან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად ბაზარზე ე.წ. ბენჩმარკ ბონდების რეგულარულ ემისიას იწყებს. 2018 წლის სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების ემისიის კალენდარის პროექტი შედგენილია 2, 5 და 10 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციების ბენჩმარკ ბონდებად გამოშვების გათვალისწინებით. აღნიშნული ინსტრუმენტი წარმოადგენს გამსხვილებულ ემისიებს წინასწარ ცნობილი პერიოდულობით და თანაბარი მოცულობებით.

ბენჩმარკ ბონდები გაზრდის ინვესტორების დაინტერესებას საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების მიმართ და ხელს შეუწყობს ბაზრის განვითარებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების ლიკვიდურობის ზრდას.

ბენჩმარკ ბონდი ზრდის პირველადი ბაზრის პროგნოზირებადობას, ემისიის გაზრდილი მოცულობა ხელს უწყობს მეორად ვაჭრობებს, მსხვილი საინვესტიციო ფონდების დაინტერესებას და წარმოადგენს  ერთგვარ სანიშნეს კორპორატიული ბაზრის მონაწილეებისათვის. შესაბამისად იგი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის. აღნიშნული ინსტრუმენტის შემოღება ასევე უზრუნველყოფს სტაბილური შემოსავლიანობის მრუდის (Yield Curve) შექმნას, თითოეულ ინვესტორს საკუთარი შეხედულება გააჩნია ფასიანი ქაღალდის შემოსავლიანობასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს საბაზრო ფასის და შემოსავლიანობის მრუდის (yield curve) დაახლოებას.

მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების მისიის რეკომენდაციით და საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციით, ჩვენი ბაზრის სიდიდის გათვალისწინებით თითოეული ვადიანობისთვის ბენჩმარკ ბონდის მოცულობა განისაზღვრა დაახლოებით 240 მლნ ლარით.



სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა