2018 წლის 10 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N2 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 57 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.3%, მაქსიმალური 7.4%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.381%.