მამუკა ბახტაძე: სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 100,4%-იანი გადაჭარბებითაა შესრულებული



ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 100,4% შესრულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულია 11 მილიარდ 764.8 მლნ ლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1 მილიარდ 472.6 მლნ ლარით, 14.3%-ით აღემატება.

„ყველა სამინისტროს შესრულების მაჩვენებელი 100%-თან ახლოსაა, თუმცა ცალკე უნდა აღინიშნოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯვითი ნაწილის 100%-იანი (102,4%) შესრულების მაჩვენებელი, ვინაიდან ეკონომიკური განვითარების იმ მნიშვნელოვან მიმართულებაში, რასაც სივრცითი მოწყობა ჰქვია, ამ სამინისტროს განსაკუთრებული მიზნები და ამოცანები აქვს განსაზღვრული. 1 მილიარდ 355.2 მლნ ლარის ათვისება განხორციელდა ამ მიმართულებით, რაც წინა წლის მაჩვენებელს 39.4%-ით, 383.3 მლნ ლარით აღემატება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგულებაში 1 იანვრისთვის არსებულმა ფულადმა ნაშთმა 1 მილიარდ 893.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 345.9 მილიონი ლარით (22.3%-ით) აღემატება წინა წლის 1 იანვრისთვის არსებულ მაჩვენებელს. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილმა ნაშთმა 1 იანვრისთვის, შეადგინა 558.0 მლნ ლარი, რაც 87.1 მლნ ლარით აღემატება სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილ პარამეტრს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა