ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა



საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში, მარკ პრიტჩარდს შეხვდა. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მთავრობის მიერ დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

„ორ ქვეყანას შორის მუშავდება ერთობლივი დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ვგეგმავთ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასა და გაზრდას. ეს საშუალებას მისცემს ბრიტანულ კომპანიებს აწარმოონ ბიზნესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელსაც ვგეგმავთ განათლების სფეროში. განვიხილეთ, ასევე, საფონდო ბირჟის და კაპიტალის ბაზრის რეფორმის საკითხები საქართველოში. მოგეხსენებათ, ლონდონის საფონდო ბირჟა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პლატფორმაა მსოფლიოში და შესაბამისად, გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, რათა საქართველოსთან გაღრმავდეს ურთიერთობები ვაჭრობისა და საინვესტიციო მიმართულებით. საქართველოს აქვს მზარდი ეკონომიკა, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს ბრიტანულ ბიზნესწრეებში. საფინანსო, საბანკო სექტორები, ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა, განათლების სფერო - ეს ის საკვანძო სექტორებია, სადაც შესაძლებელია პარტნიორობის გაღრმავება,“ - აღნიშნა ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მარკ პრიტჩარდმა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი დაესწრო.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა