2018 წლის 21 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N9 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 53 160 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.95%, მაქსიმალური 7.97%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.963%.