|
|
შემოსავლების სამსახურის რეფორმები
2004 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაიგეგმა და განხორციელდა მრავალი რეფორმა, მათ შორის, საგადასახადო სფეროს რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებულია.
მხოლოდ რამდენიმე ციფრის დასახელება თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ მოხდა ძირეული ცვლილებები და რეფორმებმა თავისი შედეგები გამოიღო. მაგალითად, 2005 წელს საბიუჯეტში შემოსავლები იყო 1837 მილიონი ლარი, 2010 წელს კი უკვე 4592 მილიონი, ხოლო, 2003 წელს მოქმედი 26 სახის გადასახადის ნაცვლად, 2008 წელს მხოლოდ 6 სახის გადასახადი დარჩა, რომელიც დღესაც მოქმედებს. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელი გახდა საგადასახადო ადმინისტრირების სფეროში კორუფციის აღმოფხვრით, ახლებული მიდგომით და ადმინისტრირების ეფექტურობის გაზრდით.
2007 წელს გაერთიანდა საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციები და შეიქმნა შემოსავლების სამსახური, რომელიც ახორციელებს ამ ორი სამსახურის უფლებამოსილებას. აღნიშნულმა ინსტიტუციურმა რეფორმამ არა მხოლოდ დაზოგა ადმინისტრაციული რესურსები, არამედ დააჩქარა გარდაქმნის პროცესები და ჰარმონიზაცია. 2011 წლიდან ძალაშია ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელმაც გააერთიანა საგადასახადო და საბაჟო კოდექსები. ამჟამად, გადასახადების ადმინისტრირების სფეროს ემსახურება შემოსავლების სამსახურის 3 დეპარტამენტი, ხოლო საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ საკითხებს - 2 დეპარტამენტი, დანარჩენი 7 დეპარტამენტი წარმოადგენს ერთიან ადმინისტრაციას და თანაბრად ემსახურება ორივე სფეროს.
შეიცვალა მიდგომა გადასახადის გადამხდელის მიმართ და მკაცრი მაკონტროლებელის ნაცვლად გადასახადის გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის სახით გამოუჩნდა სანდო პარტნიორი, რომელიც პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. ამ მიზნით გატარდა მრავალი რეფორმა და დაინერგა ახალი ინსტიტუტები, როგორიცაა:
- პირადი საგადასახადო აგენტი
- წინასწარი გადაწყვეტილება
- საგადასახადო შეთანხმება
- სპეციალური საგადასახადო რეჟიმები - მიკრო და მცირე ბიზნესისათვის
- პრინციპი Good Faith
- საგადასახადო ომბუდსმენი
- საწარმოო დანაკარგების დადგენა
- რისკზე დაფუძნებული აუდიტი
- უბნის საგადასახადო ოფიცერი
- Tax Free
- ტარიფები
- ვებ პორტალი - www.rs.ge
- ბიზნეს რუკა
- ოქროს სია
- წარმოშობის სერტიფიკატი
- ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვები
- გაფორმების ეკონომიკური ზონების ჩამოყალიბება თბილისში, ბათუმსა და ფოთში
- ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი
- სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებისათვის
- აქციზის გადასახადის გადადახდის ახალი წესი
- აქციზური მარკები
- სათამაშო აპარატების სალონის მოწყობასთან დაკავშირებული ცვლილებები
- სათამაშო ბიზნესის სფეროში განხორციელებული ცვლილებები
- ახალი საკონტროლო-სალარო აპარატები
|
|