მიმდინარე წლის 21 მაისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ბატონმა მინ ჟუმ საჯარო ლექცია გამართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც დაესწრნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ედვარდ გარდნერი, სსფ-ის დელეგაციის სხვა წევრები.
საერთაშორისო სავალუტო ფონიდს მმართველი დირექტორის მოადგილემ მიმოიხილა გლობალური ეკონომიკური ტენდენციები.ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუმარმა უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ სტუდენტებთან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილის პროფესიონალიზმზე, მის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებაზე ისაუბრა. „დღევანდელი ლექცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გლობალური გამოწვევის და ეკონომიკური ზრდის დინამიკის შესახებ მიიღონ ინფორმაცია სსფ-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელისგან,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე კვიტაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო ლექციისთვის და უნივერსიტეტის სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
აერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილის მინ ჟუს ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. 20 მაისს მან ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძესთან ერთად ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო კომპლექსში გახსნა IMF-ის ინსტიტუტის სასწავლო კურსი, რომელსაცესწრებიან ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.