საქართველოს კანონი:

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი: სფერო:
თარიღი 8/22/2013 12:00:00 AM

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №278

2013 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 

 

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 

მუხლი 1
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის:

 

1. დანართი №III-08 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №III-08

ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენებას დაქვემდებარებული ნავთობპროდუქტები

საქონლის დასახელება

სეს ესნ კოდი

ნსაფ-ში
მისათითებელი კოდი

1

2

3

4

1

ნედლი ნავთობი და ნედლი ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი მინერალებისაგან (გარდა მილსადენისა)

2709 00 100 00, 2709 00 900 00

2709

2

ნავთობის ბიტუმი და ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული ნავთობისა ან ნავთობპროდუქტების გადამუშავების სხვა ნარჩენები

2713 20 000 00, 2713 90 900 00

2713

3

ნავთობის მსუბუქი დისტილატები და პროდუქტები გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის და სხვა ქიმიური გარდაქმნებისათვის

2710 12 110 00, 2710 12 150 00

0110

 

 

 

 

 

სპეციალური ბენზინები

2710 12 210 00, 2710 12 250 00

0210

 

 

 

 

 

ბენზინები ძრავებისათვის:

 

 

 

- ოქტანური რიცხვით 95–ზე ნაკლები

2710 12 410 00

0270

 

- ოქტანური რიცხვით 95 ან მეტი, მაგრამ არა უმეტეს 98–ისა

2710 12 450 00

0290

 

- ოქტანური რიცხვით 98 ან მეტი

2710 12 490 00

0320

 

- ბენზინის სათბობი რეაქტიული და დანარჩენი მსუბუქი დისტილატები

2710 12  700 00, 2710 12 900 00

0370

4

ნავთობის მძიმე დისტილატები:

 

 

 

– გაზოილი (დიზელის საწვავი) გადამუშავების სპეციფიკური პროცესებისათვის და სხვა ქიმიური გარდაქმნებისათვის

2710 19 310 00, 2710 19 350 00

0610

 

– გაზოილი სხვა მიზნებისათვის

2710 19 410 00 – 2710 19 490 00

0690

 

– თხევადი სათბობი (მაზუთი)

2710 19 510 00 – 2710 19 690 00

0710

       “.

 

2. 58-ე მუხლის: 

 

ა) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია ნსაფ-ის მე-8, მე-9, მე-19 და მე-20 გრაფებში გაკეთდეს ახალი ჩანაწერი ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დასრულებამდე. (ხოლო მატერიალური ფორმის ნსაფ-ის შემთხვევაში ნსაფ-ის მე-8, მე-9, მე-19 და მე-20 გრაფებში არსებული მონაცემები გადაიხაზება და მათ თავზე მიეთითება დაზუსტებული მონაცემები.“;

 

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „10. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, ნსაფ-ის ცხრილის პირველი სვეტის პირველი („საქონლის დასახელება“) და მეორე („საქონლის ოთხნიშნა კოდი“) სტრიქონები, მე-14 სტრიქონი („ნავთობპროდუქტის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის მისამართი“) და მე-15 სტრიქონი („ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყების ადგილის ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერი“) შეავსოს მხოლოდ განაცხადში  (№III-12 დანართი ან/და №III-13 დანართი) მითითებული მონაცემების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნსაფ-ი ითვლება არასწორად შევსებულად და გადამხდელს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

 

გ)         მე-15 – მე-16 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „15. თუ ნავთობპროდუქტის მიწოდება ხორციელდება ტალონებით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხული უნაღდო ანგარიშსწორებით, ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების გარეშე, მიმწოდებელი ვალდებულია, ამის შესახებ წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც მას ანიჭებს დამატებით შვიდნიშნა კოდს. აღნიშნული კოდი არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი. ასეთი სახის მიწოდებებზე ნსაფ-ი გამოიწერება საანგარიშო პერიოდში (თვეში) განხორციელებული ნავთობპროდუქტის მიწოდებების მიხედვით, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვისა. ამასთან, ნსაფ-ში მე-10, მე-11, მე-13, მე-16, მე-17 და მე-19-22-ე სტრიქონები არ ივსება (მიეთითება „ –“), მე-14 სტრიქონში იწერება „საცალო“, მე-15 სტრიქონში კი – საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული შვიდნიშნა კოდი.

   16. მყიდველის მიერ შეძენილი ნავთობპროდუქტის გამყიდველის სტაციონარულ ობიექტში შენახვის და შემდგომ პერიოდებში გამოყენების (განაშთვის) შემთხვევაში, გამოიწერება  ნსაფ-ი ნავთობპროდუქტის მიწოდებაზე და საფ-ი ნავთობპროდუქტის შენახვის მომსახურებაზე. ამასთან, თუ შენახვის მომსახურება საქონლის მიწოდების მიმართ ატარებს დამხმარე ხასიათს და მისი ღირებულება გათვალისწინებულია მიწოდების ფასში, შესაძლებელია ნსაფ-ი გამოიწეროს მხოლოდ ნავთობპროდუქტის მიწოდებაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

 


ფინანსთა მინისტრი   ნოდარ ხადური

 

მიმღები ორგანო: