სოციალური და საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციის ფორმის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ძალადაკარგულია  ფინანსთა მინისტრის

12/30/2008 N 973 ბრძანებით

(სსმ 31.02.2007 წ., N 13  მუხ. 136)

რეგისტრირებულია
საქართველოს იუსტიციის
სამინისტროში
სარეგისტრაციო კოდი
200.170.000.22.033.009.869

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება N52
2007 წლის 29 იანვარი ქ. თბილისი

სოციალური და საშემოსავლო გადასახადების
დეკლარაციის ფორმის შევსების წესის შესახებ
ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და 217-ე მუხლის პირველი ნაწილის და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის აღსრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული რედაქციით:
ა) სოციალური და საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციის ფორმა (დანართი N1.).
ბ) სოციალური და საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციის ფორმის შევსების წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი N2).
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) “საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 12 აპრილის N249 ბრძანება.
ბ) “სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 ივნისის N479 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

                                                                                                  ა. ალექსიშვილი

                                                                         დანართი N1

სოციალური და საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციის

ფორმა

 

 I ნაწილი

                                                          

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი

 

             საქართველოს მოქალაქე ფიზიკური

                პირის პირადი ნომერი                                                                       

ეკონომიკური საქმიანობის კოდი (NACE)

 

 

 

 

 

        საანგარიშო წელი                                  

 

 

 

 

      

დეკლარაცის სახე

 

         დეკლარაციის წარდგენის  თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის თარიღი  

 

 

 

 

 

 

 

 

 

(გადამხდელის სახელი, გვარი)

 

 

              (მისამართი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, ქალაქი /რაიონი)

 

                       (საკონტაქტო ტელეფონები)

 

_________________________________________________________

_________________________________

 

    (დეკლარაციის მიმღები საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

            შენიშვნა:

            1. დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის (საგადასახადო აღრიცხვის არმქონე პირები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) მიხედვით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგენენ:

            ა) რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავლები არ იბეგრება საქართველოში არსებულ გადახდის წყაროსთან;

            ბ) რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთაც ფულადი სახსრები აქვთ ანგარიშზე უცხოეთში;

            გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც შემოსავლებს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან და არ იბეგრებიან გადახდის წყაროსთან.

            2 საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება საქმიანობის შეწყვეტიდან 30 დღის ვადაში.

 

II ნაწილი

                                                                                                    (ლარი)

შემოსავალი სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან

 

1

 

შემოსავალი, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან

 

2

 

სხვა შემოსავალი არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან (ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის გარდა)

 

3

 

შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან და დაქირავებით მუშაობასთან

 

 

 4

 

 

საწყისი სასაქონლო_მატერიალური ფასეულობის ღირებულება

5

 

 

საბოლოო სასაქონლო_მატერიალური ფასეულობის ღირებულება

 

6

 

ჯამური შემოსავალი  (უჯრ. 1+2+3+4-5+6)

 

7

 

გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია პირველ და მეორე უჯრებში ასახული შემოსავლების მიღებასთან

8

 

 

 

 

 

 

გამოქვითვას დაქვემდებარებული წინა წლების ზარალი

9

 

 

სოციალური გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეღავათების გათვალისწინებით 

 

 

10

 

სოციალური გადასახადი (უჯრა 10 X 20%)

 

11

 

გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯი, რომელიც   დაკავშირებულია მე-7 უჯრაში ასახულ   შემოსავლის მიღებასთან (გარდა მე-11 უჯრაში ასახულისა)

12

 

 

საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეღავათების გათვალისწინებით

 

 

13

 

გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯების გადამეტება ჯამურ შემოსავლებზე

14

 

 

საშემოსავლო გადასახადი (უჯრა 13 X 12%)

 

15

 

გადახდის წყაროსთან დაკავებული და გადახდილი გადასახადი, გარდა ხელფასიდან, აგრეთვე ს.კ.-ის 195-ე და 196-ე მუხლების მიხედვით დაკავებული გადასახადებისა

16

 

 

 

 

ს.კ. 193 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით  საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდილი გადასახადი

17

 

 

სოციალური გადასახადის დარიცხული მიმდინარე გადასახდელები

18

 

 

საშემოსავლო გადასახადის დარიცხული მიმდინარე გადასახადელები

19

 

 

დამატებით დასარიცხი სოციალური გადასახადი (11-18)

 

20

 

დამატებით დასარიცხი საშემოსავლო გადასახადი (15-16-17-19)

 

21

 

შესამცირებელი სოციალური გადასახადი (18-11)

22

 

 

შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადი (16+17+19-15)

23

 

 

        

 

დეკლარაციაში ასახული მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ:

 

გადამხდელის   ხელისმოწერა                            (სახელი, გვარი)

 

III ნაწილი

 

საგადასახადო ორგანოს აღნიშვნა:

 

დეკლარაცია წარმოდგენილია ფოსტით ________ პირადად  __________

მოცემული დეკლარაცია შედგენილია _____________________ ფურცელზე

თანდართული დოკუმენტები __________________________  გვერდზე

წარმოდგენის თარიღი “_______”  “______________________________”

რეგისტრაციის ნომერი __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __ __

 

________________________     ____________________________

        (სახელი, გვარი)                                (ხე ლმოწერა)
                                                                                  

                                                                           დანართი N2

 

სოციალური და საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციის ფორმის შევსების წესის შესახებ ინსტრუქცია     

მუხლი 1.
1. დეკლარაციაში მონაცემები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ დასაბეგრი შემოსავლების (გამოქვითვების) განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნეს გამოტოვებული ან მრავალჯერ ჩართული.
2. დეკლარაციის შევსება ხდება გადამხდელის მიერ გარდა იმ განაყოფისა, რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
3. დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადამხდელის ხელმოწერით. ამასთან, სახელი და გვარი, ხელმოწერის თარიღი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მიეთითება სრულად.
4. დეკლარაციის უჯრებში (სტრიქონებში), რომლებშიც მითითებულია ლოგიკური ფორმულები შეიტანება აღნიშნული ფორმულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზის გამო დასახელებულ სტრიქონებში შეიტანება განსხვავებული მონაცემები, გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
5. გადამხდელები ვალდებულნი არიან შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა აწარმოონ სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით ცალ-ცალკე. ხარჯების ცალკეული ელემენტების ცალ-ცალკე აღრიცხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, ხარჯების ასეთი ელემენტები სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობებზე უნდა განაწილდეს ასეთი საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლების პროპორციულად.

მაგალითი 1:
გადამხდელ პირს, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია საცხობი და ახორციელებს პურის მიწოდებას, პარალელურად ამავე შენობაში ქირავნობის ხელშეკრულებით გაცემული აქვს ფართი სხვა პირზე, რომლის საექსპლუატაციო ხარჯების გაღება (მოვლა, პატრონობა, კომუნალური გადასახადელები და სხვა) სათანადო შეთანხმებით გამქირავებელს ეკისრება.
ამ გადამხდელმა საანგარიშო წელში ჯამური შემოსავლების სახით 150 000 ლარი მიიღო, მათ შორის სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან (პურის ცხობა) – 140 000 ლარი, გაქირავებული ფართის ქირიდან – 10 000 ლარი. აღნიშნული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით გამოქვითვას დაქვემდებარებულმა ხარჯმა შეადგინა 100 000 ლარი, მ.შ. ფქვილის შეძენაზე დახარჯულია – 60 000 ლარი, დაქირავებულთა ხელფასზე - 20000 ლარი, (აქედან გაქირავებული ფართის მოვლისათვის დასაქმებულ დაქირავებულებზე – 1 000 ლარი), სარემონტო სამუშაოებზე – 5 000 ლარი (სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ფასადს, რომელიც მოიცავს ქირავნობის ხელსეკრულებით გადაცემულ ფართსაც) და სხვა საექსპლუატაციო სამუშაოებზე – 15 000 ლარი (აქედან ქირავნობის ხელშეკრულებით გადაცემული ფართის საექსპლუატაციო ხარჯია – 2 000 ლარი).
როგორც მოცემულობებიდან ჩანს, გადამხდელმა ცალკე ვერ აღრიცხა შენობის ფასადების რემონტზე დახარჯული თანხები.
მოცემულ პირობებში:
სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხა 5 000 ლარი უნდა განაწილდეს სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების პროპორციულად.
საანგარიშო პერიოდში მიღებულ ჯამურ შემოსავალში (150 000 ლარი) სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 140 000 ლარს ანუ 93,4 პროცენტს, ხოლო არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი – 10 000 ლარს, ანუ 6,6 პროცენტს. ამდენად, სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯებიც განაწილდება ასეთივე პროპორციით, შესაბამისად 4 680 ლარი (5000X93,6%) და 320 ლარი (5000X6,6%).
გადამხდელის საანგარიშო წლის სოციალური გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი (სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან) იქნება 43 320 ლარი (140 000-60 000-19 000-13 000-4 680).
6. დეკლარაციის უჯრებში მაჩვენებლების გაანგარიშება და ასახვა ხორციელდება ლარებში.
მუხლი 2.
დეკლარაციის სატიტულო გვერდის პირველი ნაწილის შესაბამის უჯრებში და სტრიქონებზე ჩაიწერება:
ა) უჯრებში “გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი” _ გადამხდელზე საგადასახადო რეგისტრაციისას საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) უჯრებში “საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის პირადი ნომერი” _ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ფიქსირებული პირადი ნომერი;
გ) უჯრებში “ეკონომიკური საქმიანობის კოდი (NACE)” _ იმ საქმიანობის კოდი (ეკონომიკური საქმიანობის სახეობების კლასიფიკატორის მიხედვით), რომელ საქმიანობასაც პირი თვლის ძირითად საქმიანობად;
დ)  უჯრებში "საანგარიშო წელი" _ საანგარიშო წელი;
ე) უჯრაში "დეკლარაციის სახე" _ თუ დეკლარაცია საანგარიშო წლის მიხედვით პირველადია მოცემულ უჯრაში ჩაიწერება “1”, თუ დეკლარაცია წარმოდგენილია დაზუსტების (კორექტირების) მიზნით, მაშინ უჯრაში ჩაიწერება “2” და თუ დეკლარაცია წარმოდგენილია ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის გამო, უჯრაში ჩაიწერება _”3”;

მაგალითი 2:
გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში 2006 წლის 30 მარტს წარადგინა 2005  საგადასახადო წლის დეკლარაცია.
მოცემულ შემთხვევაში,დეკლარაციის უჯრაში ჩაიწერება “1”, რაც ნიშნავს, რომ დეკლარაცია არის პირველადი.

მაგალითი 3: 
მე-2 მაგალითში აღნიშნულმა გადამხდელმა 2006 წლის 30 მაისს კვლავ წარმოადგინა 2005 საგადასახადო წლის დეკლარაცია დაზუსტების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, უჯრაში ჩაიწერება “2”, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარაცია არ არის პირველადი და იგი წარდგენილია დაზუსტების  (კორექტირების) მიზნით.
 
მაგალითი 4:
გადამხდელმა ეკონომიკური საქმიანობა შეწყვიტა 2006 წლის 25 ივლისს, რის შესახებ შესაბამისი დეკლარაცია წარადგინა 2006 წლის 10 აგვისტოს.
მოცემულ შემთხვევაში, უჯრაში ჩაიწერება “3”, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარაცია წარდგენილია საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის გამო.
ვ) უჯრაში “დეკლარაციის წარდგენის თარიღი” აისახება დეკლარაციის წარდგენის თარიღი, შემდეგი რიგისობით:  რიცხვი, თვე, წელი.
 
მაგალითი 5:
გადამხდელმა წარმოადგინა 2005 წლის დეკლარაცია 2006 წლის 5 მარტს.
მოცემულ შემთხვევაში, დეკლარაციის პირველ ორ უჯრაში აისახება 05, შემდგომ ორ უჯრაში _03, ბოლო ორ უჯრაში _06.
ზ) უჯრა “ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის თარიღი” _ ივსება მე-5 მაგალითის პირობების ანალოგიურად და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დეკლარაციის წარდგენის საფუძველია საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-3 ნაწილი და შესაბამისად უჯრაში “დეკლარაციის სახე” ასახულია “3”.
თ) სტრიქონზე – “გადამხდელის სახელი, გვარი” - მიეთითება მეწარმე ფიზიკური პირის სახელი და გვარი სრულად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;
ი) სტრიქონზე “მისამართი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, ქალაქი/რაიონი” _ გადადამხდელის საცხოვრებელი ან სამეწარმეო საქმიანობის ადგილის სრული მისამართი.;
კ) სტრიქონზე “საკონტაქტო ტელეფონები” _ გადამხდელის საკონტაქტო ტელეფონები;
ლ) სტრიქონზე “დეკლარაციის მიმღები საგადასახადო ორგანოს დასახელება” _ ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება დეკლარაცია;

მუხლი 3.
დეკლარაციის II ნაწილის უჯრებში შეიტანება:
ა) პირველ უჯრაში _ შემოსავალი სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით.
ბ) მეორე უჯრაში _ შემოსავალი “მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან, კერძოდ: სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო და სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მ.შ. საგადასახადო კონსულტაცია), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლები.
გ) მესამე უჯრაში _ სხვა შემოსავალი არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან (ხელფასის სახით მიღებული შემოსავლების გარდა), საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
დ) მეოთხე უჯრაში _ შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან და დაქირავებით მუშაობასთან, საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის მიხედვით.
ე) მე-5 და მე-6 უჯრებში _ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად მონაცემები გადამხდელის საკუთრებაში არსებული საწყისი და საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შესახებ.  
ვ) მე-7 უჯრაში _ ჯამური შემოსავალი, რომელიც მიიღება პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეექვსე უჯრების ჯამს გამოკლებული მეხუთე უჯრაში ასახული მონაცემი.

მაგალითი 6: 
გადამხდელს დეკლარაციის პირველ უჯრაში ასახული აქვს 10 000 ლარი, მეორეში 8 000 ლარი, მესამეში 5 000 ლარი, მეოთხეში 3 000 ლარი, მეხუთეში 2 000 ლარი და მეექვსეში 1 000 ლარი.
მოცემულ პირობებში:
დეკლარაციის მეშვიდე  უჯრაში  აისახება 25 000 ლარი (10 000+8 000+5 000+3 000_2 000+1 000).
ზ) მე-8 უჯრაში _ საგადასახადო კოდექსით გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მოცემული ინსტრუქციის ამავე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული შემოსავლების მიღებასთან.
თ) მე-9 უჯრაში _ წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვების გათვალისწინებით.  
ი) მე-10 უჯრაში _ სოციალური გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გათვალისწინებით, რომელიც მიიღება შემდეგი ფორმულით: დანართი 1-ის II ნაწილის პირველ უჯრაში ასახულ მონაცემს, მიმატებული მეორე უჯრის მონაცემი, გამოკლებული მე-5 უჯრის მონაცემი, მიმატებული მე-6 უჯრის მონაცემი, გამოკლებული მე-8 უჯრის მონაცემი და გამოკლებული მე-9 უჯრის მონაცემი. ამასთან, მიღებული თანხის შემცირება ხდება საგადასახადო კოდექსით სოციალურ გადასახადში შეღავათის არსებობის შემთხვევაში.

მაგალითი 7:
პირობები იგივეა, რაც მე-6 მაგალითში იმ დამატებით, რომ დეკლარაციის მე-8 უჯრაში ასახულია 12 000 ლარი და მე-9 უჯრაში 1 000 ლარი.
მოცემულ პირობებში:
დეკლარაციის მე-10 უჯრაში აისახება 4 000 ლარი (10 000+ 8 000 –2 000 + 1 000 - 12 000 - 1 000).
კ) მე-11 უჯრაში _ სოციალური გადასახადი, რომელიც გამოიანგარიშება მე-10 უჯრაში ასახული მონაცემის სოციალური გადასახადის საგადასახადო განაკვეთზე (20 %) გამრავლებით.
ლ) მე-12 უჯრაში _ საგადასახადო კოდექსით გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მე-7 უჯრაში ასახული შემოსავლის მიღებასთან, გარდა მე-11 უჯრაში ასახული სოციალური გადასახადისა.
მ) მე-13 უჯრაში _ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გათვალისწინებით, რომელიც მიიღება შემდეგი ფორმულით: მე-7 უჯრაში ასახულ მონაცემს გამოაკლდება მე-11 და მე-12 უჯრებში ასახული მონაცემები. დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი მის განულებამდე შეიძლება შემცირდეს დეკლარაციის მე-9 უჯრაში ასახული თანხით.

მაგალითი 8:
პირობები იგივეა, რაც მე-7 მაგალითში იმ განსხვავებით, რომ მე-12 უჯრაში ასახულია 14 000 ლარი.
მოცემულ პირობებში:
დეკლარაციის მე-13 უჯრაში აისახება  დადებითი შედეგი 9 200 ლარი (25 000-1 000-800-14 000).

მაგალითი 9:
პირობები იგივეა რაც მე-7 მაგალითში იმ განსხვავებით, რომ მე-12 უჯრაში ასახულია 24 000 ლარი.
მოცემულ პირობებში:
მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 200 ლარი (25 000 – 800 - 24 000)  შემცირდება დეკლარაციის მე-9 უჯრაში ასახული თანხიდან მხოლოდ 200 ლარით და დეკლარაციის მე-13 უჯრაში აისახება ნული. 

ნ) მე-14 უჯრაში _ გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯის გადამეტება ჯამურ შემოსავალზე.

მაგალითი 10:
მოცემულობანი და პირობები იგივეა, რაც ზემოხსენებულ მაგალითებში იმ განსხვავებით, რომ დეკლარაციის მე-12 უჯრაში ასახულია 28 000 ლარი.
მოცემულ პირობებში:
დეკლარაციის მე-14 უჯრაში აისახება 3 000 ლარი (28 000 – 25 000).
ო) მე-15 უჯრაში _ საშემოსავლო გადასახადი, რომელიც გაიანგარიშება მე-13 უჯრაში ასხული მონაცემის საშემოსავლო გადასახდის საგადასახადო განაკვეთზე გამრავლებით.
პ) მე-16 უჯრაში _ გადახდის წყაროსთან დაკავებული და გადახდილი გადასახადი, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა ხელფასიდან და საგადასახადო კოდექსის 195-ე და 196-ე მუხლების მიხედვით დაკავებული გადასახადებისა.
ჟ) მე-17 უჯრაში _ საქართველოს ფარგლებს გარეთ ფაქტობრივად გადახდილი გადასახადის თანხა, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან და საგადასახადო კოდექსის 193-ე მუხლის შესაბამისად ექვემდებარება ჩათვლას საქართველოში გადასახადის გადახდისას. აღნიშნულ უჯრაში ასახული ჩასათვლელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხას, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესითა და განაკვეთით, აგრეთვე დეკლარაციის მე-15 სტრიქონზე ასახულ ბიუჯეტში გადასახდელად გამოანგარიშებულ საშემოსავლო გადასახადის თანხას.

მაგალითი 11:
გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდში მიღებულია და  დეკლარაციის მე-13 უჯრაში ასახულია 9 200 ლარის დასაბეგრი შემოსავალი, აღნიშნულიდან  3 000 ლარი საქართველოს ფარგლებს გარეთ არის მიღებული. წარმოდგენილი საბუთების მიხედვით უცხო ქვეყანაში მასზე გადახდილია საშემოსავლო გადასახადი 600 ლარის ოდენობით ანუ 20 პროცენტი.
მოცემულ პირობებში:
დეკლარაციის მე-17 უჯრაში აისახება 360 ლარი (3 000X12%) ანუ  თანხა, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავლებზე საქართველოში მოქმედი წესითა და განაკვეთით.
  
მაგალითი 12:
პირობები იგივეა, რაც მე-11 მაგალითში იმ განსხვავებით, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდილია 300 ლარი (3 000X10%).
მოცემულ პირობებში:
დეკლარაციის მე-17 უჯრაში აისახება 300 ლარი.
  
მაგალითი 13: 
პირობები იგივეა, რაც მე-11 მაგალითში იმ განსხვავებით, რომ გადამხდელმა ვერ წარმოადგინა საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდილი გადასახადის დამადასტურებელი საბუთი.
მოცემულ პირობებში:  
დეკლარაციის მე-17 უჯრაში ჩასათვლელი თანხა იქნება ნული.

რ) მე-18 უჯრაში _ საგადასახადო წელში სოციალური გადასახადის დარიცხული მიმდინარე გადასახდელები.
ს) მე-19 უჯრაში _ საგადასახადო წელში საშემოსავლო გადასახადის დარიცხული მიმდინარე გადასახდელები.
ტ) მე-20 უჯრაში _ დამატებით დარიცხული და გადასახდელი სოციალური გადასახადი, რომელიც მიიღება მე-11 და მე-18 უჯრების სხვაობით.
უ) 21-ე უჯრაში _ დამატებით დარიცხული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიიღება მე-15, მე-16, მე-17 და მე-19 უჯრების სხვაობით.
ფ) 22-ე უჯრაში _ შემცირებას დაქვემდებარებული სოციალური გადასახადი, რომელიც მიიღება მე-11 და მე-18 უჯრების სხვაობით.
ქ) 23-ე უჯრაში _ შემცირებას დაქვემდებარებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიიღება შემდეგი ფორმულით: მე-16, მე-17 და მე-19 უჯრებში  ასახულ მონაცემთა ჯამს  გამოაკლდება მე-15 უჯრაში ასახული მონაცემი.  ამასთან, მე-17 უჯრის მონაცემი არ უნდა აღემატებოდეს მე-15 უჯრაში ასახულ მონაცემს.

მაგალითი 14:
პირობები იგივეა, რაც მე-11 მაგალითში იმ განსხვავებით, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლების მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი  შეადგენს 12 000 ლარს, ხოლო უცხო ქვეყანაში გადახდილი გადასახადი _ 2 400 ლარს (12 000X20%). თანხა, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავლებზე საქართველოში მოქმედი წესითა და განაკვეთით _ 1440 ლარს (12 000X12%).
მოცემულ პირობებში:
დეკლარაციის მე-17 უჯრაში აისახება მე-15 უჯრაში ასახული გადასახდელი გადასახადი 1104 ლარი, რადგან მე-17 უჯრაში ასახული გამოსაქვითი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს მე-15 უჯრაში ასახულ ბიუჯეტში გადასახდელ თანხას.

მუხლი 4.
დეკლარაციის III ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.