დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.007.224
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №220
2005 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი

დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
 საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის ბრძანება №51- ვებგვერდი, 08.02.2011 წ.
1. სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად დამქირავებლის ბრძანებით მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ – ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისას:
ა) სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და სადღესასწაულო, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდეს მხოლოდ მგზავრობის ხარჯები;
ბ) მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარ¬ჯების მიხედვით დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019
 საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის ბრძანება №51- ვებგვერდი, 08.02.2011 წ.
2. სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად დამქირავებლის ბრძანებით დაქირავებულის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას:
ა) სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვროს თანახმად დანართი №1-ისა, რომლებიც გაიანგარიშება მივლი¬ნებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეების გამოურიცხავად;
ბ) მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) ბილეთის ღირებულებისა.
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  ივნისის ბრძანება №560- სსმIII,  №94  02.07.2007წ., მუხ.1045
3. დაქირავებულის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელ¬ვადიანი (30 დღეზე მეტი ვადით) სამსახურებრივი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღე¬ღამისო ხარჯების ნორმები განისაზღვროს დანართი №1-ის მიხედვით მოკლევადიანი (30 დღემდე ვადით) მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით, ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართით განსაზღვრულ საზღვარ¬გარეთ საქართველოს დაწესებულებათა მუშაკებისათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს.
4. თუ დაქირავებულის მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვების ხარჯებით, მაშინ მისი სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს დანართ №1-ში გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის 30 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019
41. (ამოღებულია).
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29  დეკემბრის  ბრძანება №956- სსმIII,  №186,   30.12.2008წ., მუხ.1943
42. (ამოღებულია).

43. (ამოღებულია).
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  ივნისის ბრძანება №560- სსმIII,  №94  02.07.2007წ., მუხ.1045
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29  დეკემბრის  ბრძანება №956- სსმIII,  №186,   30.12.2008წ., მუხ.1943
44. სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები განისაზღვროს „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს №635 ბრძანებულების შესაბამისად.
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  ივნისის ბრძანება №560- სსმIII,  №94  02.07.2007წ., მუხ.1045
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №657-სსმIII, №101, 20.08.2010წ., მუხ.1525
45. საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას  სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს დანართი 3-ის შესაბამისად.
შენიშვნა: (ამოღებულია).
46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №4 დანართის შესაბამისად.
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1156- სსმIII,  №147,  22.10.. 2007წ., მუხ.1651
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  ივნისის ბრძანება №560- სსმIII,  №94  02.07.2007წ., მუხ.1045
47. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №5 დანართის შესაბამისად
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №1189- სსმIII,  №144, 12.12. 2005წ., მუხ.1600
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ბრძანება №177- სსმIII,  №34,  16.03.2006წ., მუხ.408
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის ბრძანება №444- სსმIII,  №63,  08.05.2007წ., მუხ.711
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1156- სსმIII,  №147,  22.10.. 2007წ., მუხ.1651
48. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  ივნისის ბრძანება №560- სსმIII,  №94  02.07.2007წ., მუხ.1045
49. ამ ბრძანების მიზნებისათვის, ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 28 იანვრის №35 ბრძანებულების ამოქმედებიდან, საჯარო მოსამსახურეთა სამივლინებო ხარჯების ნორმები განისაზღვროს ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების შესაბამისად.
საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29  დეკემბრის  ბრძანება №956- სსმIII,  №186,   30.12.2008წ., მუხ.1943
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ივლისის ბრძანება №603-სსმIII, №89, 01.08.2005წ., მუხ.1019
2.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №1189- სსმIII,  №144, 12.12. 2005წ., მუხ.1600
3.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ბრძანება №177- სსმIII,  №34,  16.03.2006წ., მუხ.408
4.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის  ბრძანება №595- სსმIII,  №81,  15. 06. 2006წ., მუხ.1065
5.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მაისის ბრძანება №444- სსმIII,  №63,  08.05.2007წ., მუხ.711
6.  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №1074- სსმIII,  №135,  27.09. 2007წ., მუხ.1473
7.   საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №1156- სსმIII,  №147,  22.10.. 2007წ., მუხ.1651
8.    საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27  ივნისის ბრძანება №560- სსმIII,  №94  02.07.2007წ., მუხ.1045
9.   საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29  დეკემბრის  ბრძანება №956- სსმIII,  №186,   30.12.2008წ., მუხ.1943
10.   საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 24  ივლისის   ბრძანება №480- სსმIII,  №93,   28.07.2009წ., მუხ.979
11.   საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №657-სსმIII, №101, 20.08.2010წ., მუხ.1525
12. საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის ბრძანება №51- ვებგვერდი, 08.02.2011 წ.
 
დანართები