«ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

(სსმ III, 30.12.2008  N 186 მუხ.1949)
რეგისტრირებულია
საქართველოს იუსტიციის
სამინისტროში
რეგისტრაციის ნომერი
190.040.000.22.033.012.528

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება N 960
2008 წლის 30 დეკემბერი  ქ. თბილისი

«ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს
ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


 
«ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ:
1. «ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად 2009 წლის 1 იანვრიდან ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოონ სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი  ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა და ამავე ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა.».
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის N1278 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური