პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმის დამტკიცების თაობაზე

 

საქართველოს მთავრობის
განკარგულება
       N 284      2010 წლის 10 მარტი    ქ. თბილისი
 
პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმის დამტკიცების თაობაზე
 
         1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად საქართველოს საბიუჯეტო პროცესში პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის მიზნით დამტკიცდეს პროგრა-მული ბიუჯეტის დანერგვის თანდართული გეგმა.
         2. ამ განკარგულებით დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ზედამხედველობა და გეგ-მის შესრულების საერთო კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
         3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა, ავტონომიურმა რესპუბლიკებმა და ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შესა-ბა-მისად უზრუნველყონ პროგრამული ბიუჯეტის დანერ-გვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაძლოდ მოკლე დროში მიწოდება.
         4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეუ-ლე-ბის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების კოორდინაცია უზრუნველყონ შესაბამის ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებმა _ გუბერნატორებმა.
         5. ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შეს-რუ-ლების კოორდინაცია ეთხოვოს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს.
 
    პრემიერ-მინისტრი    
   ნიკა გილაური
                                      
                                    დამტკიცებულია
                               საქართველოს მთავრობის
                               2010 წლის 10      მარტის
                                N 284   განკარგულებით
 
პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმა
 
2010 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები
 
         1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2010 წლის 15 ივ-ლი-სამდე უზრუნველყოს პროგრამული ბიუჯეტის დანერ-გვის მიზნით შესაბამისი ფორმებისა და ინსტრუქციის შემუშავება და მათი ასახვა საბიუჯეტო განაცხადის ფორმებში.
         2. 2011 წლის საბიუჯეტო განაცხადის შესაბამისად პროგრამული ბიუჯეტების პროექტები მოამზადონ:
         ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ;
         ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი-ა-ლუ-რი დაცვის სამინისტრომ;
         გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის-ტრომ;
         დ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ;
         ე) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ;
         ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ-სების სამინისტრომ.
         3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა 2011 წლის საბი-უჯეტო განა-ცხადის შესაბამისად პროგრამული ბიუჯეტების პროექტები მო-ამ-ზადონ არანაკლებ ერთი პრიორიტეტისათვის.
         4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტთან ერთად საქარ-თვე-ლოს პარლამენტისათვის ინფორმაციული დანართის სახით წარსადგენად მოამზადოს ამ გეგმის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროების პროგრამული ბიუჯეტების პროექტები.
         5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმებისა და ინსტრუქციების შესაბამისად 2011 წლის ბიუჯეტების პროექტებთან ერთად პროგრამული ბიუჯე-ტების პროექტების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინის-ტროში წარდგენა ეთხოვოთ:
         ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას;
ბ) თვითმმართველ ქალაქ თბილისს;
გ) თელავის მუნიციპალიტეტს;
         დ) ხაშურის მუნიციპალიტეტს.
         6. არანაკლებ ერთი პრიორიტეტისათვის პროგრამული ბიუჯეტების პროექტების მომზადება ეთხოვოთ:
ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას;
ბ) თვითმმართველ ქალაქ ბათუმს;
         გ) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს;
         დ) თვითმმართველ ქალაქ რუსთავს;
         ე) თვითმმართველ ქალაქ ფოთს.
         7. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინე-ბული სიახლეებისა და პროგრამული ბიუჯეტის ძირითადი პრინციპების გაცნობის მიზნით საქართველოს ფინანსთა სა-მინისტრომ 2010 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ავტო-ნომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და შესა-ბამისი ტრენინგების ორგანიზება.
 
2011 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები
 
         8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს:
         ა) 2011 წლის 1 ივლისამდე პროგრამული ბიუჯეტის შედ-გენის მეთოდოლოგიის შემუშავება;
         ბ) 2011 წლის 13 ივლისამდე ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის შესაბამისად პროგრა-მული ბიუჯეტის ფორმების განახლება და მათი დაგზავნა მხარჯავი დაწესებულებებისათვის;
         გ) 2011 წლის 1 სექტემბრამდე, პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის გაცნობის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლე-ბი-სათვის შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება;
         დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვა-დებში და 38-ე მუხლის შესაბამისად “საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის მომზადება.
         9. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ-მა მხარჯავმა დაწესებულებებმა 2011 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ მათი პროგრამული ბიუჯეტების პროექტების წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.
         10. 2012 წლის ბიუჯეტების პროექტებთან ერთად პროგრამული ბიუჯეტების პროექტების მომზადება ეთხოვოთ:
         ა)აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას;
ბ)აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას;
         გ) თვითმმართველ ქალაქ თბილისს;
         დ) თვითმმართველ ქალაქ ბათუმს;
         ე) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს;
         ვ) თვითმმართველ ქალაქ რუსთავს;
         ზ) თვითმმართველ ქალაქ ფოთს;
         თ) თელავის მუნიციპალიტეტს;
         ი) ხაშურის მუნიციპალიტეტს;
         კ) მარნეულის მუნიციპალიტეტს;
         ლ) ბორჯომის მუნიციპალიტეტს;
         მ) მცხეთის მუნიციპალიტეტს;
         ნ) ონის მუნიციპალიტეტს;
         ო) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.
         11. ეთხოვოთ იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეუ-ლებს, რომლებიც ამ გეგმის მე-10 პუნქტით არ არიან გათვალისწინებული, 2012 წლის ბიუჯეტების პროექტებთან ერთად მო-ამზადონ პროგრამული ბიუჯეტების პროექტები არანაკლებ ერთი პრიორიტეტისათვის.
 
2012 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები
 
         12. 2012 წლის 15 თებერვლამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ფორმებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება.
         13. ამ გეგმის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა სამინისტროებმა 2012 წლის 10 მარტამდე უზრუნველყონ 2011 წლის პროგრამული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომ-ზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
         14. ეთხოვოთ ამ გეგმის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, მოამზადონ 2011 წლის პროგრა-მული ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საქართველოს ფი-ნანსთა სამინის-ტროს მიერ შემუშავებული ფორმებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
         15. ავტონომიურმა რესპუბლიკებმა და ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა 2013 წლის ბიუჯეტების პროექტების მომზადება უზრუნველყონ საქართველოს საბიუ-ჯეტო კოდექსის 77-ე და მე-100 მუხლების შესაბამისად.