სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება N 340
2010 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-15 მუხლის პირველი ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N39 დადგენილებით დამტკიცებული

დებულების მე-3 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმები თანდართული რედაქციით (დანართი N1, N2, N3, N4).
2. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მომზადების მიზნით მხარჯავმა დაწესებულებებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მათი ბიუჯეტის 3, 6 და 9 თვის შესრულების ანგარიშები სა-ან--გარიშო პერიოდის დასრულებიდან 15 დღის ვადაში

დანართი N1-ის, დანართი N2-ის და დანართი N4-ის შესაბამისად, ხოლო წლიური შესრულების ანგარიში _ წლის დამ-თავრებიდან არა უგ-ვიანეს 2 თვისა დანართი N1-ის, დანართი N3-ის და დანართი N4-ის შესაბამისად.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                       პ. პეტრიაშვილი 


  იხილეთ დანართები